პალიკო კუბლაშვილი: სამთავრობო პროგრამის რაიმე სახით მხარდაჭერა შეუძლებელია

პალიკო კუბლაშვილი: სამთავრობო პროგრამის რაიმე სახით მხარდაჭერა შეუძლებელია

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, პავლე კუბლაშვილს მიაჩნია, რომ სამთავრობო პროგრამის რაიმე სახით მხარდაჭერა შეუძლებელია.

როგორც მან დღეს პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, უმცირესობა კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას გუშინ ძირითად საკითხებზე კითხვის დასმის საშუალება მიეცა, კუბლაშვილს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც სოციალურ თემებს უკავშირდება.

„ამ საკითხებზე ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა არჩევნებამდე, ახლა კი ერთადერთი ვადა, რომელსაც ასახელებენ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პოლიტიკიდან წასვლის თარიღია. ამ ფონზე სამთავრობო პროგრამის რაიმე სახის მხარდაჭერა, უბრალოდ შეუძლებელია", - განაცხადა პალიკო კუბლაშვილმა.