საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის დღევანდელ გამოსვლაში იგივე აქცენტები გაკეთდება, რასაც აქამდე აკეთებდა.
აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
რაც შეეხება გუშინ უმცირესობასთან შეხვედრას, ივანიშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობა არაკონსტრუქციულია.
„ჩემს დღევანდელ გამოსვლაში იგივე აქცენტები იქნება, რასაც აქამდე ვაკეთებდით, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, ეკონომიკა განვითარდეს და ა.შ რაც შეეხება ოპოზიციას, მათი შენიშვნები იყო არაკონსტრუქციული, ეს იყო შენიშვნები შენიშვნებისთვის“, - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება საპრალამენტო უმცირესობის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ მთავრობის მომავალი რამდენიმე წევრი არაპროფესიონალია, ივანიშვილის თქმით, „ისინი ვინც აკრიტიკებენ, უკვე ყველამ ვიცით, რას წარმოადგენენ“ ამ ადამიანებს პროფესიონალებად რომ არ თვლიდეს, მინისტრობის კანდიდატებად არ წარადგენდა.