მსოფლიო სარეკლამო კამპანიაში „კრეატიული“ ვიდეორეკლამები ხშირად დიდი სკანდალების მიზეზი ხდება. ამჯერად ხმაური დიდ ბრიტანეთში, ლორის „Richmond Ham“-ის სარეკლამო ვიდეორგოლმა გამოიწვია. რეკლამამ ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში 371 საჩივარი მიიღო. საქმე იმაშია, რომ ირლანდიური ლორის რეკლამაში მსახიობები სრულიად შიშველნი არიან. პროდუქტის სლოგანია „100%-იანი ნატურალური ინგრედიენტები.“
ბრიტანელი მაყურებლების ნაწილმა რეკლამა პირად შეურაცხყოფად მიიღო, „შიშველი ქალბატონები და მამაკაცები ეკრანზე არაესთეტიურია და არანაირი სურვილი არ გვაქვს, ჩვენმა შვილებმა ეს ნახონ. ეს საშინელებაა და ამას რეკლამის მარეგულირებელი კომისია უნდა აგვარებდეს“-აღნიშნავენ ბრიტანელები. მარეგულირებელი კომისია აუდიტორიას ამ მხრივ არ დაეთანხმა, თუმცა შემდგომ საზოგადოებამ იპოვა მიზეზი, რის გამოც ეს რეკლამა უნდა აკრძალულიყო. მიზეზი ის იყო, რომ ირლანდიური პროდუქცია რეკლამაში ბრიტანულად იყო მოხსენიებული.
რეკლამა, რომელმაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია, ვიდეოკლიპის სახისაა. მთავარი გმირი არის მამაკაცი, რომელიც გაშლილ მწვანე ველზე ლორით ხელში დადის და მღერის, მას გზად სხვა ადამიანები ხვდებიან. ყველანი შიშვლები არიან, თუმცა კადრში ყველა ინტიმური დეტალი დამალულია.
შეგიძლიათ ვიდეო თავად ნახოთ და შეაფასოთ.