რაში სთავაზობს დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას 5  მილიონ დოლარს?

რაში სთავაზობს დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას 5 მილიონ დოლარს?

ექსტრავაგანტურმა ამერიკელმა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამასთან დაკავშირებით „ხმამაღალი განცხადება“ გააკეთა. მან YouTube -ზე განათავსა ვიდეომიმართვა, სადაც ამერიკის პრეზიდენტს, რომელსაც „ყველაზე გაუმჭვირვალე პრეზიდენტი უწოდა“, არაორდინალური გარიგება შესთავაზა.

„მე პრეზიდენტს ვთავაზობ გარიგებას, რომელზეც არ მგონია, რომ მან უარი განაცხადოს. რისი გაკეთებაც მას დასჭირდება იმისთვის, რომ მან  მიიღოს 5 მილიონი დოლარი ნებისმიერ მის მიერ არჩეულ საქველმოქმედო საღამოზე, არის ის, რომ მან გამოაქვეყნოს კოლეჯსა და უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, პასპორტის მისაღებად დაწერილი განცხადება“,-აცხადებს ტრამპი, თუმცა მას არ დაუზუსტებია, ობამას შესახებ, რომელი კონკრეტული ინფორმაციის მიღებას გულისხმობდა.

ექსტრავაგანტური მილიარდელი გასულ წელსაც ცდილობდა ობამას დაბადების მოწმობის გამოქვეყნებას. თეთრი სახლი მას დაეთანხმა და პრეზიდენტის დაბადების მოწმობა გამოქვეყნდა.ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაური შეუძლია გახდეს ის პიროვნება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზეა დაბადებული.  ბარაკ ობამას დაბადების მოწმობაში ეჭვი ამერიკელთა ნაწილმა მას შემდეგ შეიტანა, რაც ცნობილი გახდა, რომ მამამისი კენიელია.