გოგა ხაჩიძე: ქუთაისი იძლევა საშუალებას ველოსიპედით ვიარო

გოგა ხაჩიძე: ქუთაისი იძლევა საშუალებას ველოსიპედით ვიარო

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გოგა ხაჩიძე პარლამენტში ველოსიპედით მივიდა. ხაჩიძის განცხადებით, ქუთაისი იძლევა იმის საშუალებას, რომ ველოსიპედით იაროს.

„სადაც კი ამის საშუალებაა,  ველოსიპედით სიარულზე უარს არასოდეს ვამბობ. გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ ველოსიპედით სამინისტროში დავდივარ, ეს ასე არ არის. ის ფოტოები, რაც მას აჩვენეს, დაჯილდოების ცერემონიალს ასახავს, რომლის დროსაც ველოსიპედი იყო ერთ-ერთი პრიზი და სამინისტროში გადავეცით“,- განაცხდა  ხაჩიძემ.

ხაჩიძე დარწმუნებით აცხადებს, რომ  ცოტა ხანში პარლამენტში არა მხოლოდ თვითონ არამედ, პარლამენტის უამრავი წვერი მივა ველოსიპედით.

„დარმწუნებული ვარ,  ცოტა ხანში ბევრი დეპუტატი შემომიერთდება,  განსაკუთრებით უმრავლესობის რიგებიდან“, - განაცხადა ხაჩიძემ.