დღეს ჰააგაში ირანის ტრიბუნალი იხსნება, რომელიც 1980-იან წლებში ირანის ხელისუფლების მიერ 20 000 პოლიტპატიმრის სიკვდილით დასჯას განიხილავს.
ტრიბუნალის გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ ექნება, თუმცა ადამიანის უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ეს მორალურ ზემოქმედებას აუცილებლად მოახდენს.
უფლებადამცველები ირანის ხელისუფლებას დისიდენტების ჩამოხრჩობასა და მასობრივ დახვრეტაში ადანაშაულებენ.
ტრიბუნალის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ის, რომ პასუხისგებაში მისცენ ის პიროვნებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ მასობრივ დანაშაულში.
მას შემდეგ, რაც 1988 წელს ირანსა და ერაყს შორის ომი დამთავრდა, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინმა შექმნა ე.წ „სიკვდილის კომიტეტი“, რომელიც ღმერთის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა დამნაშავეს სიკვდილით სჯიდა.
ირანი, ბუნებრივია, უარჰყოფს, რომ მან რაიმე საერთაშორისო ნორმები დაარღვია.