გუშინ გვიან ღამით თბილისში, კონიაკის დასახლებაში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ზარზმის ქუჩაზე მდებარე ბინაში ბოროტმოქმედები შეიჭრნენ და ოქროულობა გაიტაცეს, რასაც 55 წლის ქალბატონი მანანა შენგელია ემსხვერპლა.
გარდაცვლილი ზარზმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნახეს მოკლული. ქალბატონს სხეულზე წამების კვალი აღენიშნება. სამართალდამცავების ინფორმაციით, მას ჭრილობები ყელისა და თავის არეში აქვს მიყენებული.
„როგორც სახლიდან გამოსულებმა თქვეს, ერთი ჭრილობა მას ყელის, ხოლო მეორე თავის არეში აქვს მიყენებული. ამასთან სახლში გაზი იყო მოშვებული.გარდაცვლილს ოქროული აქვს შეხსნილი და ასევე კბილები აქვს დაცლილი“, - განაცხადა მოკლულის ნათესავმა ლადო ბუაჩიძემ.
ასევე, ბინაში ბუნებრივი აირი იყო გაშვებული.
ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული.