ბიძინა ივანიშვილი: ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს

ბიძინა ივანიშვილი: ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს

 პრემიერმინისტრობის კანდიდატი,  ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მიერ ეკლესიასთან ურთიერთობის არსებული ფორმის გადახედვას აპირებს.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო შეიძლება ეკლესიას ეხმარებოდეს, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს ხდება, როცა პიროვნულად აძლევენ სასულიერო პირებს მანქანებს და ხელისუფლება წყვეტს, ვის და როგორ უნდა მისცეს.

„თუ საჭიროა ეკლესიას ხელისუფლება ეხმარება და ნორმალური პროცესია, მაგრამ თავად სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ და რანაირად განკარგოს სახელმწიფოს მიერ გადარიცხული თანხები", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი განმარტებით, სახელმწიფომ ეკლესიის დახმარების სწორი ფორმა უნდა შეარჩიოს და ის სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს.

„ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს. გადაირიცხება თუ არა თანხები, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ უნდა შევარჩიოთ დახმარების სწორი ფორმა", - აღნიშნა ივანიშვილმა.