მესტიაში დაკარგული ლიტველი ალპინისტის  სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

მესტიაში დაკარგული ლიტველი ალპინისტის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მესტიის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და მაშველები ლიტვის მოქალაქე ტომას ტალიუნასს ეძებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ტალიუნასი ალპინისტია და თეთნულდის მთაზე იმყოფებოდა.

მასთან ბოლოს სატელეფონო კონტაქტი 23 სექტემბერს შედგა. ამჟამად,  დაკარგულის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.