პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვა. როგორც ჟურნალისტებს თავად პრემიერობის კანდიდატმა განუცხადა მოხსენება სავარაუდოდ, 15-20 წუთიანი იქნება.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, 15-ვე საპარლამენტო კომიტეტმა და ყველა საპარლამენტო ფრაქციამ მინისტრობის კანდიდატებს გუშინ მოუსმინა. მოსმენებთან დაკავშირებით ფრაქციებისა და კომიტეტების შესაბამისი დასკვნები პარლამენტის ბიუროს წარედგინა.
ცნობისთვის, პარლამენტის სხდომა დღეს, 12:00 საათზეა დანიშნული, რომელზეც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს.