„საქართველოს გენერალთა კლუბის“ სპეციალური განცხადება

„საქართველოს გენერალთა კლუბის“ სპეციალური განცხადება

საქართველოს გენერალთა კლუბი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ  თბილისში და საქართველოს რეგიონებში ვრცელდება ჭორები თითქოს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს გენერალთა კლუბი" აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების კომპლექტაციას ახალი კადრებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გენერალთა კლუბს არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება, ჩაერიოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების საკადრო პოლიტიკაში.

„გვინდა განვაცხადოთ, რომ 2011 წლის 5 ივლისს დიდუბის საგამოფენო დარბაზში საქართველოს გენერალთა კლუბის პრეზენტაციაზე გაკეთდა განცხადება მომავალში გენერალთა კლუბის ბაზაზე ოფიცერთა ორდენის ჩამოყალიბების შესახებ, სადაც გაწევრიანდებიან შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი ოფიცრები. მოვიდა დრო და გენერალთა კლუბი ამჟამად აყალიბებს ოფიცრთა ორდენს, რის გამოც მთელი საქართველოს მასშტაბით სთხოვს თადარიგის ოფიცრებს, თუ მათ ორდენში გაწევრიანების სურვილი აქვთ, მიაწოდონ საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემები. საბოლოოდ ოფიცერთა ორდენი მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებს საკუთარი ინფრასტრუქტურის შექმნა .გენერალათა კლუბი მოხარული იქნება, თუ თავდაცვის სამინისტრო შემდგომში გაითვალისწინებს მის წინადადებებს და შესაძლებლად მიიჩნევს შეიარაღებულ ძალებში უკან დააბრუნოს ოფიცერთა გარკვეული კატეგორია, რომელთაც გააჩნიათ მაღალი პროფესიონალიზმი, პრაქტიკული და თეორიული ცოდნა და პასუხობენ თანამედროვე არმიის ოფიცრისთვის საჭირო მოთხოვნებს",-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.