„ბელგიის მეფე კიბოთია დაავადებული, დედოფალი მეფეს ღალატობს, პრინცი ძალით დააქორწინეს, თუმცა დღემდე ვერ ივიწყებს თავის რომანტიკულ ურთიერთობებს ერთ-ერთ გრაფთან“,-სამეფო კარის საიდუმლოებები სააშკარაოზე ბელგიელმა ჟურნალისტმა ფილიპ დებორსიუმ გამოიტანა.
ამ წიგნმა ბელგიაში სკანდალი გამოიწვია. სამეფო კარზე მას უკვე უწოდეს „ცრუ და შეურაცხმყოფელი“. ფილი დებორსიუ კი აღნიშნავს, რომ სულ მალე ბელგიაში ფედერალური და რეგიონალური არჩევნები გაიმართება და ამ დროს ბელგიას სწორედ ძლიერი მონარქია სჭირდება. „ეს წიგნი უნდა გახდეს სამეფო ოჯახისთვის შეცდომების გამოსწორების საშუალება“,-აცხადებს ჟურნალისტი.
ბელგიაში ძალიან უყვართ მეფე და მას პატივისცემით ეპყრობიან კიდეც, ის ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა, განსაკუთრებით, ევროპის კრიზისის პერიოდში. თუმცა ბელგიელებს არ უყვართ პრინცი და მას ხშირად აკრიტიკებენ კიდეც.