ბიძინა ივანიშვილი: გაზის ყველა ოჯახში შეყვანისთვის, ვაუჩერი არ არის აუცილებელი

ბიძინა ივანიშვილი: გაზის ყველა ოჯახში შეყვანისთვის, ვაუჩერი არ არის აუცილებელი

ბიძინა ივანიშვილი გიგანტური ჰესების მშენებლობაზე უარის თქმას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ თითოეული პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები მოსახლეობასთან უნდა შეთანხმდეს.
ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას,  უმცირესობის წევრი  აკაკი ბობოხიძე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, წყალტუბოს რეაბილიტაციის გეგმის ბედითა და გაზის ოჯახებში შეყვანაში მოსახლეობის დახმარების პროექტის პერსპექტივებითთ დაინტერესდა. 
„ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამასა და მთავრობის სამოქმედო გეგმას შორის სხვაობა არსებობს, თუმცა დაპირებების შესრულებისას პარტიის პროგრამით ვიხელმძღვანელებენ. 
გაზის შეყვანა უნდა მოხერხდეს ყველა ოჯახში და ჩვენ ამის სახსრებს ბიუჯეტში ვნახავთ. ამისთვის აუცილებელი არ არის ვაუჩერი, რომელიც თქვენი პოლიტიკური ნება იყო და რომელსაც საარჩევნოდ იყენებდით", - განაცხადა ივანიშვილმა.