პრემიერმინისტრობის კანდიდატის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას. უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ბიძინა ივანიშვილს დავით დარახველიძის კანდიდატობის შესაბამისობაზე დაუსვა შეკითხვა.
„რამდენად დასაშვებად მიგაჩნიათ თქვენს მთავრობაში დავით დარახველიძის ღირებულებების მქონე პიროვნებების წარმოდგენა, რომელიც აკეთებს ქსენოფობიურ განცხადებებს?“-იკითხა ჩიორა თაქათქიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, დავით დარახველძის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და მას ეს პოზიცია არ გააჩნია. კოალიციის წევრებს კი პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მიმართა, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ გამონათქვამებს.
„სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩვენ გვქონდა ბევრი კონსულტაციები. მას არ ჰქონია საუბარი პოზიციაზე, დავით დარახველიძის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოჭრილი. მან მოახერხა არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის დარწმუნება, რომ მას არ აქვს მსგავსი პოზიცია. ჟურნალისტმა მოახერხა მისი განცხადების დამახინჯება, ასევე ნაწილობრივ ადგილი ჰქონდა წამოცდენას, რაზეც ბოდიში მოიხადა. წამოცდენები და პოზიცია უნდა მოვახერხოთ და განვასხვავოთ ერთმანეთისგან. მე მინდა მივმართო ჩემი გუნდის წევრებს, ახალ პოლიტიკოსებს, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდნონ მათ ნათქვამებს და თავიდან აირიდონ მსგავსი უხერხულობები“, - აღნიშნა ივანიშვილმა.