ნოდარ ხადური: ბიუჯეტში არა 2 მილიარდი ლარი, არამედ 200 მილიონია

ნოდარ ხადური: ბიუჯეტში არა 2 მილიარდი ლარი, არამედ 200 მილიონია

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის  ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტში არა 2 მილიარდი არამედ,  200 მილიონია.

აღნიშნულის შესახებ, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე ხადურმა მას შემდეგ განაცხადა,  რაც გოკა გაბაშვილმა აღნიშნა,  რომ ფინანსთა მინისტრს გუშინ კომიტეტებში მოსმენებისას სასაცილოდ არ ეყო გლეხებისთვის მიცემული დაპირება იმის თაობაზე, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ისინი მიწის მოხვნასა და დათესვას უფასოდ შეძლებენ.

„საიდან მოიტანეთ, რომ ეს საკითხი სასაცილოდ არ მეყო. მე ვთქვი, რომ ამისთვის კიდევ გაიზრდება ბიუჯეტიდან თანხები. მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტში არა 2 მილიარდი ლარი, არამედ 200 მილიონია“, - განაცხადა ხადურმა.

ხადურმა აღნიშნა, რომ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, ბიუჯეტის მხოლოდ 75 პროცენტია შესრულებული.