დავით ბაქრაძე:ივანიშვილის მოსმენამ მათ დაპირებებზე ვერანაირი დამატებითი სიცხადე ვერ შეიტანა

დავით ბაქრაძე:ივანიშვილის მოსმენამ მათ დაპირებებზე ვერანაირი დამატებითი სიცხადე ვერ შეიტანა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა  დავით ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ, განაცხდა, რომ   ივანიშვილმა ვერ წარმოადგინა იმ მთავრობის გეგმა, რომელსაც წარმოდგენილი აქვს კონკრეტულად რა, როდის და რა ვადებში უნდა გააკეთოს.

ბაქრაძის თქმით, მისმა მოსმენამ „ქართული ოცნების“ დაპირებების შესრულებაში ვერანაირი სიცხადე ვერ შეიტანა.

„ამ მოსმენის მთავარი ამოცანა იყო არა ის,  რომ ჩვენ როგორც უმცირესობას მიგვეღო რაიმე ინფორმაცია,  ან კონფრონტაციაში შევსულიყავით,  ამ მოსმენის მთავარი ამოცანა იყო საზოგადოებას მიეღო დეტალური ინფორმაცია როდის შესრულდება ის დაპირებები, რომლისთვისაც მათ ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“. როდის გაიზრდება პენსიები, როდის გაიაფდება დენი, რამდენით შემცირდება კომუნალური გადასახადები, როდის გახდება უფასო განათლების სისტემა, სწორედ ეს იყო ამ მოსმენის მიზანი, თუმცა ჩემი მოსაზრებაა, რომ ასეთი კონკრეტული ინფორმაცია ჩვენმა მოსახლეობამ ვერ მიიღო, ვინაიდან არ თქმულა არცერთი კონკრეტული თარიღი, არცერთი ციფრი. რამდენად მისაღებია ასეთი მიდგომა მოსახლებისთვის, მოსახლეობამ თავად იმსჯელოს. ჩემი შეფასებაა,  რომ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, იყო კიდევ ერთხელ კარგი პოლიტიკური განზრახვების დეკლარიზება, მაგრამ არ იყო იმ მთავრობის გეგმა, რომელსაც აქვს წარმოდგენილი რა, როდის და რა ვადაში უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ბაქარაძემ.