პატიმარი ლაშა გეწაძე საკანში დააბრუნეს

პატიმარი ლაშა გეწაძე საკანში დააბრუნეს

პატიმარი ლაშა გეწაძე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში, გლდანის ციხის სახურავზე იმყოფებოდა, მას შემდეგ,  რაც ჟურნალისტებს  ტელეფონით გაესაუბრა საკანში დააბრუნეს. 
ასევე, მას ციხის ადმინისტრაცია დაჰპირდა, რომ დღეს ოჯახის წევრებს შეახვდრებენ. 
პატიმარმა ციხის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ციხის ძველი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან,  მისი წამების ფაქტების შესახებ,  წერილს პროკურატურას გადასცემს.

იგი წამებაში ოლეგ ფაცაციას, ვინმე მუხაძეს და ყაჭეიშვილს ადანაშაულებს.