სოსო ცისკარიშვილი: დღევანდელ სხდომაზე  პარლამენტარების  ზრდილობის კოეფიციენტი ძალიან დაბალი იყო

სოსო ცისკარიშვილი: დღევანდელ სხდომაზე პარლამენტარების ზრდილობის კოეფიციენტი ძალიან დაბალი იყო

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილსა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის,  რამოდენიმე გზავნილის საფუძველი გახდა.

„ერთი ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ წინასაარჩევნო კამპანიაში გადაეშვა. მათ  პრაქტიკულად, ტაიმ-აუტი არ აუღიათ,  რადგან ისინი არა პრემირი-მინისტრობის კანდიდატს არამედ,  მათთვის მიუღებელ კონკურენტს,  სხვა პოლიტიკური კოალიციის ხელმძღვანელს ესაუბრებოდნენ.  ფაქტია, რომ შესაბამისად, პარლამენტარების  ზრდილობის კოეფიციენტი ძალიან დაბალი იყო.  პრაქტიკულად,  ყველას, ყველა მიმართულებით  თარიღები აინტერესებდათ. რა საკვირველია,   სრულიად არასერიოზული იქნებოდა,  როდესაც ჯერ კიდევ დაუნიშნავ მთავრობას  რაიმე კონკრეტულ თარიღზე ესაუბრა.  კიდევ ერთი გზავნილი ის გახლავთ,  რომ არჩევნებში  გამარჯვება, არაა საკმარისი იმ შედეგის მისაღწევად, რაც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა.  გასაკეთებელია ჯერ კიდევ ბევრია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.