საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა ცოტნე გამსახურიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.
გამსახურდია თავს, მიხეილ სააკაშვილის პირად პატიმრად მიიჩნევს და აპირებს მისი საქმეების გადახედვის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართოს.
გამსახურდიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ციხეში ფიზიკურად არ გასწორებიან, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მუდმივად ახდენდნენ.
„ეს უბრალოდ, ჯოჯოხეთი იყო. ციხეში ისეთი რაღაც ხდება, რომ მსგავსი, არც წიგნში წამიკითხავს, არც ფილმში მინახავს და არც გამიგონია. ხანდახან ადამიანს ცემით, წამებით კლავდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ადეკვატურ მკურნალობას, ან რაღაც წამალს ითხოვდნენ“, - განაცხადა გამსახურდიამ.