მერაბ ჟორდანია განცხადებას ავრცელებს

მერაბ ჟორდანია განცხადებას ავრცელებს

საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტი   კლუბის ძველ და ახლანდელ მფლობელებს განცხადებით მიმართავს.

განცხადებას   from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ხელისუფლებაში მოსული კოალიცია „ქართული ოცნების“  ლიდერის განცხადება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ, კერძოდ  ქონებრივი დავების დაინტერესებულ პირთა უშუალო მოლაპარაკების გზით გადაჭრისკენ მოწოდება, დროული და მეტად მნიშვნელოვანია.

ამ შემთხვევაში საუბარია ქართული ფეხბურთის ფლაგმანის,  საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“  საკუთრების უფლებაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კლუბის პირველი მფლობელებისადმი დაბრუნების საკითხი არ ახალია და დღეს არ წამოჭრილა, როგორც ეს შეიძლება მავანთ ეგონოთ. საკითხი აქტუალურია 2001 წლიდან, სწორედ იმ მომენტიდან როცა კლუბის მენეჯმენტს ძალისმიერი ფორმით მართვის უფლება ჩამოართვეს!

მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ საფეხბურთო სადაო საკითხებს, რა სირთულისაც არ უნდა იყოს ის,  უნდა აგვარებდეს ისევ საფეხბურთო ოჯახი,  კომპეტენტური ორგანოების დახმარებით.

სწორედ ამიტომაც მოვუწოდებ კლუბის ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს, შეხდვნენ ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან და საქმიან, სამართლიან და ურთიერთპატივსაცემ გარემოში გაარკვიონ კლუბის კანონიერი მფლობელის ვინაობა.

თავისთავად, მოლაპარაკების არასასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში მხარეები უფლებას იტოვებენ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკითხი სასამართლო დავის საგანი გახდეს“,- ნათქვამია განცხადებაში.