მამია სანადირაძე:  presa.ge  და itv   კონტროლის გარეშე მუშაობდნენ და სწორედ, ეს არ მოსწონდა  ვანო მერაბიშვილს

მამია სანადირაძე: presa.ge და itv კონტროლის გარეშე მუშაობდნენ და სწორედ, ეს არ მოსწონდა ვანო მერაბიშვილს

კომპანია „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის და ყოფილი მესაკუთრის მამია სანადირაძის განცხადებით, კომპანია „კავკასუს ონლაინში“ მყოფი ინტერნეტ გამოცემა presa.ge - ის დომენი გია იაკობაშვილს ეკუთვნოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იაკობაშვილს  ეს დომენი დაუბრუნდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით და კომპანია „კავკასუს ონლაინის“ გასხვისებასა და მფლობელების წინააღმდეგ  განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე,  სანადირაძემ დღეს,  for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო, რომ ჩვენ  ინტერნეტ ტელევიზია itv და ინტერნეტ გამოცემა presa.ge გვქონდა. საერთოდ, ინტერნეტის განვითარების პერსპექტივა მედიაა. შესაბამისად, ინტერნეტის გასავითარებლად ჩემს მეგობარს,  გია იაკობაშვილს თანამშრომლობა შევთავაზე.

2009 წელს, როცა შსს - ს წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს და წაართვეს კამერები, ეს კადრები მხოლოდ itv - ის ჟურნალისტს ჰქონდა.შესაბამისად,  მასალა დაიდო ჩვენს ინტერნეტ ტელევიზიაზე, რაც   მთელმა სამყარომ ნახა. ამან ძალიან განარისხა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საიტი ვირუსებით დაიბომბა.

აღვნიშნავ, რომ  presa.ge  და itv  ორივე თავისუფალი  იყო.  ისინი  კონტროლის გარეშე მუშაობდნენ და სწორედ, ეს არ მოსწონდა შს მინიტრს ვანო მერაბიშვილს. ქედან გამომდინარე, რა შეემთხვა  presa.ge - ს  და itv -ს ყველამ ვნახეთ“, - განაცხადა სანადირაძემ.