საქართველოს სახალხო დამცველის დამტკიცების წინ თავს უფლებას ვაძლევთ, გამოვთქვათ ჩვენი აზრი წარდგენილ კანდიდატთა შორის ერთ-ერთზე, ქალბატონ ლია მუხაშავრიაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყანას ისეთ გარდამტეხ ეტაპზე, როგორიც დღეს არის Qშექმნილი, სწორედ ასეთი სახალხო დამცველი სჭირდება.
გამოვხატავთ რა ჩვენს პოზიტიურ დამოკიდებულებას სხვა წარდგენილ კანდიდატთა მიმართაც, მიგვაჩნია, რომ ქალბატონ ლიას აქვს უპირატესი გამოცდილება ადამიანის უფლბათა დაცვის სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლია მუხაშავრია გვერდით ედგა ქართული მედიის წარმომადგენლებს ყველაზე მძიმე პერიოდებში, ოთხმოცდაათიოან წლებში, როცა მედია პოლიტიკური წნეხის ქვეშ იყო მოქცეული და ანგარიშსწორების სამიზნეც არა ერთხელ გამხდარა, ლია მუხაშავრია აყო ერთადერთი, ვინც სასამართლოებზე და დაკითვებზე გვერდით ედგა ჟურნალისტებს და იცავდა მათ უფლებებს, საქმის კურსში აყენებდა საერთაშორისო საზოგადოებას ჟურნალისტთა დევნის შემთხვევებზე.
ქალბატონმა ლია მუხაშავრიამ, როგორც უფლებათა დამცველმა, დიდი წვლილი შეიტანა ქართული დამოუკიდებელი მედიის დაცვასა და განვითარებაში.
ვთხოვთ პარლამენტს, გაითვალისწინოს ქალბატონი ლია მუხაშავრიას დამსახურება, მისი მდიდარი გამოცდილება, უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმი და მხარი დაუჭიროს მის კანდიდატურას სახალხო დამცველის პოსტზე.
ლია ტოკლიკიშვილი
მაია გოგოლაძე
შორენა ლებანიძე
მაია პაპუნაშვილი
ია ვეკუა
ბიძინა მაყაშვილი
დათო ბუხრიკიძე
მაია აბრამიშვილი
გიორგი კალანდაძე
გიორგი ქიტიაშვილი
გელა გურგენიძე