ქართველი ემიგრანტები სამშობლოში ბრუნდებიან. წუხელ, 17 ოქტომბერს, შვიდი ქართველი ემიგრანტი ბელგიიდან, საფარანგეთიდან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა.
მათი განცხადებით, ძალიან ბევრი ემიგრანტი აპირებს კიდევ სამშობლოში დაბრუნებას, რადგან იმედი აქვთ რომ ახლად არჩეული ხელისუფლება მათდამი სათანადო ყურადღებას გამოიჩენს. სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების განცხადებით,ისინი სპეციალური ფონდის შექმნას აპირებენ, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარებიან.
„ხუთ წელიწადნახევრის წინ ამ აეროპორტიდან გავედი საქართველოდან. გავექეცი სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. დავბრუნდი იმედიან და სააკაშვილის რეჟიმისგან თავისუფალ საქართველოში, სადაც ახალი და რეალური ხელისუფლება მოვიდა, რომელიც საქართველოს სწორ გზაზე წაიყვანს.
ჩვენ ამ იმედს გამოვყევით საქართველოში, ჩვენ ვართ პირველი ჯგუფი, რომელიც ბრუნდება სამშობლოში, თუმცა, ჩვენს გარდა ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს საქართველოში დაბრუნებას“,-აცხადებს ზაურ გურგენიძე.