პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები განახლდა.
რამდენიმე წუთის წინ, ბიზნესცენტრში იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატი ლევან ყიფიანი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი კოტე სურგულაძე მივიდნენ.
„კონსულტაციები გრძელდება. ჩვენ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ“,- განაცხადა ყიფიანმა.
კოალიციის წარმომადგენლები სხვადასხვა უწყებებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ინტენსიურად მართავენ.