არჩილ კბილაშვილი: ქიბარ ხალვაშისთვის „რუსთავი 2

არჩილ კბილაშვილი: ქიბარ ხალვაშისთვის „რუსთავი 2"-ის დაბრუნება მტკიცებულებების არსებობაზეა დამოკიდებული

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაბრუნება მხოლოდ მტკიცებულებების არსებობაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივაცია არ არსებობს.

„ეს დამოკიდებულია მტკიცებულებებზე. ამ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივაცია არაფერს ნიშნავს. თუ ქიბარ ხალვაში ან სხვა მიიჩნევს, რომ მას საკუთრებაში ეკუთვნის ესა თუ ის ქონება, მათ შორის "რუსთავი 2" -იც და  უკანონოდ წაართვეს, ამ უკანონობაში კი არის დანაშაულის ნიშნები, შევისწავლით, გამოვიძიებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. წინასწარ მეტის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა კბილაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „გურია" ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს უკვე დაუბრუნდა. ამასთანავე გუშნ ტელეკომპანია „იმედის" პატარკაციშვილების ოჯახისთვის გადაბარების პროცესი დაიწყო.