პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორმა, ვლადიმერ ბედუკაძემ იმ პირის ვინაობა დაასახელა, რომელსაც სკანდალური მასალა გასავრცელებლად გადასცა.
როგორც ბედუკაძე, ტელეკომპანია "მაესტროს“ ეთერში განაცხადა, ის არის მისი მეგობარი გიორგი ლომია, რომელსაც ბედუკაძე მოუწოდებს ეყოს გამბედაობა და განაცხადოს, რა მიზნით გადაეცა მას პატიმრების წამების ამსახველი მასალა.
"ეყოს გამბედაობა და თქვას, რა მიზნით ვთხოვე მას დახმარება ამ მასალის სააშკარაოზე გამოსატანად. მსოფლიოსთვის უნდა მეჩვენებინა სააკაშვილის რეჟიმის ნამდვილი სახე. ეყოს გამბედაობა და თქვას, რა მიზნებით ჩავაბარე ჩემი მეგობრები, ფარულავა და აკობია, რომლებიც უნდა გამოსულიყვნენ და ჩემთან ერთად საქმეში უნდა ჩართულიყვნენ", - აცხადებს ბედუკაძე.