ევროკავშირი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მზადაა ასოცირებულ პოლიტიკასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებში საქართველოსთან არსებული პოლიტიკა შეინარჩუნოს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლმა ქეთრინ ეშტონმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი განცხადებით, ევროკავშირი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მიესალმება და ამასთანავე, ქვეყანაში არსებულ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირი საქართველოში ეფექტური საპარლამენტო ოპოზიციის არსებობის მნიშვნელობას ხაზგასმით აღნიშნავს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

ქეთრინ ეშტონმა საქართველოს შესახებ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნების შედეგებსა და ქვეყნის ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას მიესალმება.

„პრემიერ-მინისტრს, რომელსაც მე უკვე ვესაუბრე მოუწევს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ხალხის კეთილდღეობისთვის იმუშაოს“ - განაცხადა ეშტონმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პერიოდი მშვიდი და კარგად ორგანიზებული იყოს.

ეშტონი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირი ქვეყნის პოლიტიკურ თანამშრომლობას და ეკონომიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერს.