მინისტრთა ახალი კაბინეტის სრული შემადგენლობა დასახელდა

მინისტრთა ახალი კაბინეტის სრული შემადგენლობა დასახელდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს მინისტრთა ახალი კაბინეტის სრული შემადგენლობა დაასახელა. ესენი არიან:

ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტლოვილთა მინისტრი - დავით დარახველიძე;

 გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგოლაძე;

ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე;

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია; რომელიც მომავალში ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე იქნება.

ეკონომიკის მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი; ამასთანავე აღნიშნულ უწყებას ბუნებრივი რესურსების სექტორი შეუერთდა.

ჯანდაცვის მინისტრი - დავით სერგიენკო. აღნიშნული უწყების მინისტრობის კანდიდატმა, ამირან გამყრელიძემ კანდიდატურა რამდენიმე წუთის წინ მოხსნა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტი - გიორგი მარგველაშვილი; აღნიშნული სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება განათლებისა და მეცნიერების რეფორმების კომისია, რომლის ხელმძღვანელად გია დვალი დაინიშნება.

დანარჩენი მინისტრობის კანდიდატები არიან:

პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი;

ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი;

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  - ამირან გამყრელიძე;

სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა მინისტრი  - ლევან ყიფიანი;

თავდაცვის მინისტრი, ვიცე პრემიერი - ირაკლი ალასანია;

სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე;

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - სოზარ სუბარი;

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე;

სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - კოტე სურგულაძე;