საქართველოს 18 ოქტომბერს ჯეიმს აპატურაი ეწვევა

საქართველოს 18 ოქტომბერს ჯეიმს აპატურაი ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი 18 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა.

აპატურაი შეხვედრებს მოქმედი და მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივები იქნება.