ახალი მთავრობის მინისტრთა კაბინეტში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე შეთავაზება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან მამუკა ნიკოლაიშვილმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ნიკოლაიშვილიც ადასტურებს.
მამუკა ნიკოლაიშვილი ამჟამად პარიზში იმყოფება, სადაც ალტერნატიული ენერგიის საკითხებზე მუშაობს.
რაც შეეხება თბილისში მის ჩამოსვლას და კონსულტაციებზე დასწრებას, როგორც მან განაცხადა, ის ჩამოსვლას ვერ ახერხებს იმის გამო, რომ საელჩოსთან, კერძოდ, პასპორტის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვს.
მამუკა ნიკოლაიშვილს აღნიშნული პოსტი 2003 წელსაც ეკავა და მაშინ მან ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დავით მირცხულავა შეცვალა.