საქართველოში 5,1 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 5,1 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით, 14:13 საათზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერემ 5,1 ბალი შეადგინა. 

მიწისძვრის ეპიცენტი ქალაქი წნორის - ჩრდილო-აღმოსავლეთით - 13კმ. სოფელი ულიანოვკაში მდებარეობდა.
მიწისძვრის კერა 10 კმ. სიღმეზე დაფიქსირდა.

 აღნიშნულ მიწისძრვრას წინ უსწერებდა უნფრო ნაკლები სიმძლავრის 3,7 ბალის ბიძგები, რომელიც 14:08 საათზე ქალაქ წნორის აღმოსავლეთით 6 კილომენტში სოფელ ერისიმედთან მოხდა. მისი კერა 6 კილომეტრ სიღრმეზე მდებარეობდა. 

 წუხელ 21:44 საათზე სმიწისძვრა მოხდა საქართველო -აზერბაიჯანის საზღვარზე და მისმა სიძლიერემ 4,6 ბალი შეადგინა.