არასამთავრობო ორგანიზაცია "გვახსოვდეს ჰიპოკრატეს”- თავმჯდომარის , მარინა ბერაძის განცხადებით, დღეს ჯანდაცვის სექტორში ურთულესი მდგომარეობაა და საკითხი, რომელიც საზოგადოებას დღემდე აწუხებს ისაა, თუ როგორ გამოსწორდება არსებული ვითარება.
როგორ ბერაძემ From.ge -სთან საუბარში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პოლიტიკური ნება გაჩნდა, მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის.
ბერაძის განმარტებით, სტრუქტურაში მიმდინარე მოვლენებზე , აუცილებელია ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ბერაძის აზრით, უპირველეს ყოვლისა, ჯანდაცვის მიერ არჩეული პოლიტიკა უნდა გაცხადდეს.
"ამაში არ იგულისხმება ის, რომ ყველა მიიღებს დაზღვევას, ყველა იქნება ბედნიერი და ა. შ. მთავარი ის არის, თუ რა გზით, რა პრიორიტეტებით მიაღწევ ამას და საერთოდ, როგორ აპირებს ამ საკითხის მოგვარებას", - განაცხადა მან.
როგორც მარინა ბერაძე აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ამირან გამყრელიძეს აქვს იმის რესურსები, რომ სტრუქტურის გაუმჯობესება შეძლოს, რაც მისი თქმით, როგორც გონებრივ შესაძლებლობას, ასევე მის პოლიტიკურ ნებასაც უკავშირდება.
ბერაძე კონკრეტულ რეკომენდაციებსაც იძლევა, რომელიც შესაძლო ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის მიერ გამოყენებული იქნას.
"სადაღვევო სისტემა რეორგანიზაციას მოითხოვს. თუ კი, ის ისევ ისე გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც აქამდე იყო, მაშინ არაფერი არ შეიცვლება. მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა 5 დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებზე და აღნიშნა, რომ მათზე უზრუნველყოფა დაკმაყოფილებული იქნება, პენსიები გაიზრდება, სადაზღვევო პაკეტი ექნება ყველას, მაგრამ ამის მაკონტოლებელი ბაზა და სისტემა თუ არ შეიცვალა, არაფერი გამოვა. ჩვენ უნდა დაგვარწმუნონ, რომ მათზე გამოყოფილი ფინანსები ტყუილად არ გადაიყრება . ამასთანავე, ჰოსპიტალური სექტორი უნდა იყოს პრიორიტეტული და სწორად განსაზღვრული. უნდა კონტროლდებოდეს ის, თუ საქმე აქამდე როგორ მიდიოდა და ეხლა როგორ მიდის. ანუ გამოდის, რომ მათი მუშაობის სპეციფიკა რადიკალურად უნდა შეიცვლაოს ", - განაცხადა ბერაძემ.
მედიკოსმა ყურადღება ასევე მედიკამენტების ფასებზეც გაამახვილა. მისი განმარტებით, აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტრომ მოახდინოს გასაჯაროება მედიკამენტების იმ სიისა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული.
ბერაძე აცხადებს, რომ ის წამლები, რომლებიც სიცოცხლისთვის აუცილებელია უნდა იყოს ძალიან დაბალ ფასში, ანუ კომერციული ფასი მას არ უნდა ჰქონდეს .
"ასეთი 350 მედიკამენტია. აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო ამას არ ასაჯაროებდა . დღესდღეობით პრობლემის გამოსასწორებლად უკვე რაღაც ნაბიჯი გადაიდგა. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ, ის წამლები, რომლებიც 9 ლარი ღირდა 9 თეთრზე ჩამოვიდა. კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ როცა ჯანდაცვის სამინისტროდან ოფიციალურად იქნება გაცხადებული , რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მოუნდება ფარმაცევტული კოპანიის ხელმძღვანელებს , ეს წამლები ყოველთვის ასეთ ფასებში იქნება, მაშინ ვიფიქრებთ, რომ ნაბიჯები სწორად და მიზანმიმართულად იდგმება", - განაცხადა ბერაძემ.