კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ბუნებრივი რესურსების გარემოს დაცვის სამინისტროსთვის დაქვემდებარების შემდეგ, ის მძლავრ ინსტიტუციად ჩამოყალიბდება.
„გარემოს დაცვის სამინისტრო ძალიან გაძლიერდება. ბუნებრივი რესურსები მართვის თვალსაზრისით, გარემოს დაცვის სამინისტროში გადმოვა და ეს იქნება ერთ-ერთი მძლავრი ინსტიტუცია საქართველოში“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, „ქართულ კოალიციაში“ მის კანდიდატურას გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე არ განიხილავენ.