საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხად, ხოლო იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები არ დაზიანდეს, ამჟამინდელ ხელისუფლებასთან კონსულტაციები გაგრძელდება.
„ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხად და ეს ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, რომ არ დაზარალდეს საქართველოს ინტერესები. ჩვენი წარმომადგენლები უკვე ესწრებიან პირველ შეხვედრებს ჟენევაში და დაესწრებიან მომავალ კვირას შეხვედრებს ბრიუსელშიც. მე მგონია, რომ ეს იქნება ის საკითხი, რომელზეც ჩვენ შეთანხმებას მოვახერხებთ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.