არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებით კენჭისყრას ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება.
„სამართლიანი არჩევნები“ განმეორებით კენჭისყრას №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანზე, №32 გორის საარჩევნო ოლქის - №4 საარჩევნო უბანზე, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის - №1, № 2, №3, №8, №9, №10, №13, №45, №46 უბნებზე საარჩევნო უბნების გახსნიდან შედეგების შეჯამებამდე პერიოდში დააკვირდება.
საარჩევნო უბნებზე, სადაც მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე გამართული არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის 15-ე და 16-ე პუნქტებით დადგენილი წესით განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 2012 წლის 14 ოქტომბერს გაიმართება.