ჰერეთი მოუწოდებს კომუნიკაცების კომისიას გამოაცხადოს კონკურსი რადიოლიცენზიაზე

ჰერეთი მოუწოდებს კომუნიკაცების კომისიას გამოაცხადოს კონკურსი რადიოლიცენზიაზე

რადიო "ჰერეთი" მოუწოდებს “საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას” გამოაცხადოს კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად დედაქალაქში.

  რადიო "ჰერეთის" მფლობელის რამაზ სამხარაძის ინფორმაციით, თბილისში 4 თავისუფალი Fm სიხშირეა. რამდენიმე კომპანია კი ლიცენზიის შეუსაბამოდ ახორციელებს მაუწყებლობას.

  " თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანში ლიცენზიების გაცემა 88 -93.8 მგჰ თავისუფლადაა შესაძლებელი, საინტერესოა, რატომ არ გასცემენ ჩვენთან აღნიშნულ ზოლში ლიცენზიებს" - აცხადებს რამაზ სამხარაძე

 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“ რადიო ჰერეთისთვის მიწოდებულ ოფიციალურ წერილში აცხადებს, რომ თბილისში თავისუფალი სიხშირეები არ არსებობს.

  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ლიცენზიის მისაღებად კონკურსს მას შემდეგ გამოაცხადებს, თუ იარსებებს თავისუფალი სიხშირული რესურსი“, - ნათქვამია წერილში.

 რადიო ჰერეთი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სასამართლოშიც უჩივის და იმ კონკურსის შედეგებს აპროტესტებს, რომელიც 2011 წლის 30 სექტემბერს ჩატარდა. კომისიამ ლიცენზია კონკურსამდე 1 თვით ადრე დარეგისტრირებულ კომპანიას შპს „მედია ჰაუს დეკომს“( რადიო ცხელ შოკოლადი) მიანიჭა და განაცხადა რომ FM98.5 დედაქალაქში ბოლო თავისუფალი სიხშირე იყო.

ჰერეთის ადმინისტრაციის განცხადებით, კომისიამ უკანონოდ შეზღუდა ჰერეთის უფლებები თბილისში მოეპოვებინა მაუწყებლობის უფლება.