სოხუმში აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის სამხედრო უწყებები სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტს ხელი მერაბ ქიშმარიამ, ალექსანდრე ლუკიანენკომ და იბრაგიმ გასაევმა მოაწერეს.
„ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფოების სამხედრო უსაფრთხოების შესახებ. მიზანი ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებისა და ინფორმაციის გაცვლაა“,-განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა.
სამივე მხარე შეთანხმდა სამხედრო შტაბების, ჯარის მართვისა და საბრძოლო მომზადების საკითხებში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.