ტყიბულში მაღაროელები გაიფიცნენ

ტყიბულში მაღაროელები გაიფიცნენ

ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ. მაღაროელები ადმინისტრაციისგან  არსებული ხელფასების შენარჩუნებას, მოითხოვენ რადგან აღნიშნავენ, რომ ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ.

მაღაროელების მოთხოვნა მათი უფლებების დაცვა და  სამომავლოდ მათი ხელფასების გაზრდაა.

მაღაროელების კიდევ ერთი მოთხოვნა დაზღვევის პაკეტს ეხება.
გაფიცულებს ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე  ხვდება.