პაკისტანი 14 წლის მილალა იუსაფზაისთვის ლოცულობს

პაკისტანი 14 წლის მილალა იუსაფზაისთვის ლოცულობს

პაკისტანის მცხოვრებლებმა დღეს ხუთსაათიანი ლოცვა 14 წლის მილალა იუსაფზაის მიუძღვნეს, რომელიც თალიბებმა დაჭრეს. გუშინ გვიან საღამოს გოგონა რავალპინდის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით,  რამდენიმე დღის განმავლობაში გამოჩნდება, გადარჩება თუ არა გოგონა.

გოგონა თალიბებმა თავში დაჭრეს მხოლოდ იმისთვის, რომ ის გოგონების უფლებებისთვის იბრძვოდა. 2009 წლიდან მილალა  გულ მაკაის ფსევდონომით BBC-ის ბლოგერი გახდა, სადაც ის ქვეყანაში თალიბების რეჟიმის მოსვლის შემდეგ ქალებისა და გოგონების უფლებების დარღვევის შესახებ საუბრობდა.

საპროტესტო აქციები გაიმართა ისლამაბადში, პეშავარაში, ლახორში, მულტანსა და გოგონას მშობლიურ ქალაქში მინგორში.პროტესტის ნიშნად დახურულია სკოლებიც.მიუხედავად ამის, თალიბები მაინც აცხადებენ, რომ გოგონას სათანადოდ დასჯიან.