ევროკავშირს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიენიჭა

ევროკავშირს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიენიჭა

2012 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ევროკავშირს 60 წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოსა და ევროპაში  მშვიდობის განმტკიცებისთვის მიენიჭა.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, ევროკავშირმა ბევრი გააკეთა კონტინენტზე  ომების შეჩერებისა და სიტუაციის სტაბილურობისთვის.  ნობელის კომიტეტმა ასევე აღნიშნა ევროკავშირის ღვაწლი  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ცხოვრებაში და 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ყოფილი სოციალისტური ქვეყნების კავშირში ინტეგრაციისთვის. ეს პრემია ევროკავშირისთვის რთული კრიზისის პერიოდში მხარდაჭერის გამოხატულებაა.   

1,2 მილიონი დოლარის ოდენობის პრემია ევროკაშვირს 10 დეკემბერს ოსლოში გადაეცემა.