ეკა ზღულაძე: დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, თუმცა გარკვეულმა ჯგუფებმა გარდამავალი პერიოდით ისარგებლეს

ეკა ზღულაძე: დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, თუმცა გარკვეულმა ჯგუფებმა გარდამავალი პერიოდით ისარგებლეს

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკა ზღულაძის განცხადებით, ქვეყანაში დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, თუმცა გარკვეულმა ჯგუფებმა ქვეყანაში არსებული გარდამავალი პერიოდით ისარგებლეს.

ზღულაძის თქმით,  ბოლო პერიოდში მომხდარი კრიმინალური ფაქტების გამოძიება გრძელდება და უკვე რამდენიმე საქმე  გახსნილია.

„თბილისში ერთი ყაჩაღობისა და სამეგრელოში ქურდობის საქმე უკვე გახსნილია. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“, - განაცხადა ზღულაძემ.