„საქართველოს გზა“ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

„საქართველოს გზა“ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარტია „საქართველოს გზა“ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და მინდია აბაშიძის ოჯახს უსამძიმრებს.

1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებული კაპრალი მინდია აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა.

კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010-2011 წლებშიც მონაწილეობდა.