სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის მრჩეველი პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ ამ არჩევნებმა ნათლად დაგვანახა, რომ ქართველი ხალხი სააკაშვილისგან დაიღალა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კი ნებისმიერ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს,რომელიც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
„საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის საქმეა. რადგანაც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ არ არის ურთიერთობები დარეგულირებული და შეუძლებელია ჩვენ ეს არ გვაინტერესებდეს.
არჩვენების შედეგები პირველ რიგში მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი ხალხი სააკშვილის რეჟმისგან დაიღალა, დაიღალა იმ მდგომარეობით, რაც ის წლების განმავლობაში იყო ჩაყენებული. ვფიქრობ, ახლანდელი არჩევანი იყო მოფიქრებულად და მომავლის იმედით გაკეთებული“,-აცხადებს ჯიოევი.