სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაირკვევა იმ პირთა ვინაობა, რომელსაც სასჯელაღსრულების მინისტრის გიორგი ტუღუშის ბრძანების საფუძველზე, მომავალი კვირიდან სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ.
ამის შესახებ მან დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მართლმადიდებელი ეკლესიის, რელიგიური უმცირესობების და მედიასაშუალებების წარმომადგენელებთან შეხვედრაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამისათის კონკრეტული სიების შედგანაც კი იგეგმება.
„კონკრეტული სია შეიქმნება, რომლის წევრებს მინისტრის ბრძანების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლა და თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ. ეს არ არის კონკრეტული მონიტორინგის მექანიზმი, რადგან დღევანდელი კანონმდებლობა ამას არ განსაზღვრავს" - განაცხადა ტუღუშმა და აღნიშნა, რომ იმ სიაში, რომლებიც მონიტორინგს განახორციელებენ, არასამთავრობო ორგანიზაციების და მართლმადიდებელი ეკლესიებისა და რელიგიური უმცირესობის, ასევე მედიასაშუალების წარმომადგენელები იქნებიან.