საარჩევნო სუბიექტებმა აუდიტის სამსახურს ანგარიში დღეს უნდა წარუდგინონ

საარჩევნო სუბიექტებმა აუდიტის სამსახურს ანგარიში დღეს უნდა წარუდგინონ

საარჩევნო სუბიექტებმა, რომლებმაც, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო კოდექსით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობა მიიღეს, დღეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ დასკვნასთან ერთად არჩევნებისთვის გამოყენებული სახსრების ანგარიში უნდა წარუდგინონ.

აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს საარჩევნო გრაფიკის მიხედვით, საარჩევნო კოდექსის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებმა ანგარიში ფულადი სახსრების წყაროს მითითებით უნდა წარადგინონ.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იმ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, რომლებიც გაწევრებული არიან საარჩევნო ბლოკში, თავიანთი საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ ანგარიშების წარდგენასთან ერთად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა წარუდგინონ ბანკის მიერ გაცემული ცნობა მათი ფონდების ანგარიშებზე საფინანსო ოპერაციების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

ამასთანავე, კოდექსის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაციის მომენტიდან სამ კვირაში ერთხელ, დადგენილი ფორმების მიხედვით გამოაქვეყნოს ინფორმაცია შემოწირულობის წყაროს, ოდენობისა და მიღების თარიღის მითითებით.