კამერონ დიასი დედობისთვის მზადაა( VIDEO)

კამერონ დიასი დედობისთვის მზადაა( VIDEO)

ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელი  კამერონ დიასი, ერთ-ერთ, ინტერვიუში საკუთარ ასაკსა და დედობასთან დაკავშირებულ შეხედულებებზე საუბრობს.

„ცხოვრებაში პირველად ვარ კმაყოფილი და მშვიდი. დღითი დღე ვიზრდები და იმაზე დიდ გამოცდილებას ვიძენ ვიდრე აქამდე მქონდა. ახლა, იმაზე ბევრი ვიცი, ვიდრე ოდესმე.  ვგრძნობ, რომ ვიზრდები და ახლა ყველაზე კარგად  ვიცნობ საკუთარ თავს. ბევრი რამ შემიძლია, ვაღიარებ, რომ  ჩემი თავი 40 წლის ასაკში უფრო მომწონს ვიდრე 25-ის“-ამბობს კამერონი და იმასაც აღნიშნავს, რომ ძალიან უნდა ოჯახის შექმნა.

„ქორწინებისთვის მზად სულაც არ ვიყავი 20 წლის ასაკში, არც 30 წლისას  მქონია ამის დიდი სურვილი, ახლა კი, ნამდვილად ვიცი, რომ დიდი ოჯახი მინდა“-ამბობს მსახიობი.

რაც შეეხება,  ბავშვებს, კამერონს დიდი სურვილი აქვს, რომ ბევრი შვილი ჰყავდეს.  „ამისთვის ბევრი გზა არსებობს და  თავს დედობისთვის  ასაკოვანად სულაც არ ვთვლი“ -აცხადებს მსახიობი და თამამად აღნიშნავს, რომ დედობისთვის მზად არის.