სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს საქმიანობას შსს ვეღარ გააკონტროლებს

სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს საქმიანობას შსს ვეღარ გააკონტროლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის სფეროში შემავალ "სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს" საქმიანობას შსს ვეღარ გააკონტროლებს.

აღნიშნული ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში შევიდა, რომლის შედეგადაც შსს-ს მმართველობას დაქვემდებარებული სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო ამ უწყების მართვის სფეროდან გაიყვანა. სააგენტო მთლიანად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაექვემდებარა.

ცნობისთვის, სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს ამოცანაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სახელისუფლო სპეციალური კავშირების სისტემის ფუნქციონირება, განვითარება და მართვა, განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა.

სააგენტო თავისი ამოცანების შესასრულებლად ფლობს და განკარგავს სახელისუფლო სპეციალური კავშირების სისტემას, რომლის სტატუსს და გამოყენების წესს განსაზღვრავს პრეზიდენტი.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარება, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი სახელმწიფო ორგანოს კონტროლი გადააბარა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და მისი შესაბამისი ბრძანებულებით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლი, რომელიც აქამდე ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციის სფეროს განეკუთვნებოდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დ