საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საგარეო უწყებაში ახალი, რასაც „ქართული ოცნება“ შეიტანს, ეს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება და გაუმჯობესება იქნება.
ფანჯიკიძის თქმით, აუცილებელია ამის საშუალებით მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„კონკრეტიკაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, რადგან ახალ მთავრობას ჯერ არ აუღია თავისი უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიწყებთ ხელისუფლების გადმობარებას და ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გასარკვევია.
ახალი რასაც „ქართული ოცნება“ შემოიტანს უწყებაში, ეს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება და გაუჯობესება იქნება, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამის საშუალებით მოხდეს. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს ისინი სამსახურებიდან არ გათავისუფლდებიან და მათ შიშის რაიმე საფუძველი არ უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.