ივანიშვილი: სახელმწიფო უწყებები უნდა დავაბრუნოთ ხალხის სამსახურში

ივანიშვილი: სახელმწიფო უწყებები უნდა დავაბრუნოთ ხალხის სამსახურში

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ხალხის სამსახურში.

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ მენტალური გარდატეხა საქართველოში და სახელმწიფო უწყებები უნდა დავაბრუნოთ ხალხის სამსახურში, რათა მათ რეალურად დაიცვან მოქალაქებიის უფლებები“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით,მისი გუნდის სურვილია, საქართველოს ძალიან წესიერი და ძალიან სახალხო ხელისუფლება ჰყავდეს, კორუფციასა და გარიგებებს კი ცალკეული სამინისტროს ხელმძღვანელები გადაჰყვებიან. 

„ჩემი გუნდის წევრებს ძირითადად საერთო აქვთ პატიოსნება. კორუფციასა და ბიზნესთან გარიგებას არ შევეგუები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას გადაჰყვება ცალკეული სამინისტროს ხელმძღვანელობა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.