ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველი საზრუნავი პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრება და მოსახლეობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა იქნება ჯანდაცვაზე.
„საქართველოს მთელ მოსახლეობას სჭირდება საყოველთაო ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე. შემოსავლის მიუხედავად, ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი საბაზისო დახმარებაზე. ჯანმრთელობაც ხდება პოლიტიკური პრიორიტეტი და დარწმუნებული ვარ სახელმწიფოს მხრიდან ამას ექნება ადეკვატური ყურადღება, მათ შორის დაფინანსების კუთხით, ჩვენ მოვახერხებთ, აღმოვფხვრათ ექიმთან მისვლის შიში, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ ადამიანებს ამისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდათ და მოვიცავთ საქართველოს მთელ მოსახლეობას", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.